რუსეთში, სამხედრო ნაწილში აფეთქება მოხდა – დაღუპულია 4 ადამიანი
ვლადიმირთან მდებარე, რუსეთის სამხედრო ნაწილში საბრძოლო მასალა აფეთქდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 4 დაშავდა.
დაშავებულთაგან სამი ჰოსპიტალიზებულია, ერთს დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
მომხდარის დეტალები და მიზეზები ზუსტდება.
რუსეთის სამხედრო უწყებას ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.