ირაკლი კობახიძე – გლობალური მშვიდობის რეიტინგის ინდექსზე: აი, კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ მახინჯი გოგო არ ვართ, ბევრად უფრო ლამაზები ვართ, ვიდრე – უკრაინა და მოლდოვა

“აი, კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ მახინჯი გოგო არ ვართ, ბევრად უფრო ლამაზები ვართ, ვიდრე – უკრაინა და მოლდოვა”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ტრანსეროვნული კვლევითი ორგანიზაციის “ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის” გლობალური მშვიდობის ინდექსის ანგარიშს, რომლის მიხედვითაც 2012 წელთან შედარებით მშვიდობიანობის 10-წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზე გავიდა.

კობახიძის შეფასებით, საქართველო ნებისმიერი პარამეტრით მოწინავე ქვეყანაა.

„სერიოზულად რაც შეეხება, ნებისმიერი პარამეტრი რომ ავიღოთ, ყველა მიმართულებით ვართ მოწინავე. ზუსტად ჩვენი პოლიტიკის დამსახურებაა, რომ საერთაშორისო დონეზე უსაფრთხოების ხარისხი რადიკალურად გაუმჯობესებულია. გახსოვთ, რა მდგომარეობაში იყო ქვეყანა 2012 წლამდე. განსაკუთრებით 2008-2012 წლებში კატასტროფული მდგომარეობა გვქონდა უსაფრთხოების თვალსაზრისით და ეს მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა 2012 წლის შემდეგ, როდესაც „ქართული ოცნება“ საქმეს განსხვავებული პოლიტიკით მიუდგა და ასეთი რეიტინგებიც ამ პოლიტიკის დამსახურებაა“, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები