ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 950-მდეა გაზრდილი, სულ მცირე, 610 დაშავდა.
“თალიბანის” მთავრობამ მიწისძვრასთან დაკავშირებით საგანგებო სხდომა გამართა.
ყველა შესაბამის უწყებას ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფების გაგზავნა დაევალა.
“ასევე, მიღებულ იქნა ზომები დაღუპულთა ნათესავების ფინანსური მხარდაჭერისა და დაჭრილების სამკურნალოდ“, – თქვა “თალიბანის” წარმომადგენელმა, ზაბიულა მუჯაჰიდმა.
“თალიბანის” ლიდერმა, ჰაიბათულა აჰუნდზადამ საერთაშორისო თანამეგობრობას, ასევე, საქველმოქმედო და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს „ავღანეთის მოსახლეობის დახმარებისკენ” მოუწოდა.