ანდრეი კასიანოვი: რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე, ქართველმა ექიმებმა დაიწყეს უკრაინელებისთვის სამედიცინო დახმარებისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფა
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე, ქართველმა ექიმებმა, მთავრობისგან რაიმე ინსტრუქციების ლოდინის გარეშე, დაიწყეს უკრაინელებისთვის სამედიცინო დახმარებისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფა, როგორც აქ თბილისში, საქართველოში, ასევე კიევში, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა ამერიკულ ჰოსპიტალში სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, დღეს დაიწყო პროგრამა უკრაინელი ლტოლვილებისთვის სამედიცინო დახმარების თვალსაზრისით, რასაც ქართულ-უკრაინული თანამშრომლობა ფუნდამენტურად ახალ დონეზე გადაჰყავს.
“სამწუხაროდ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი ომი დასრულებისგან შორს არის. უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ლტოლვილების ნაკადი კვლავ იზრდება რუსეთის მიერ უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებისკენ ჰუმანიტარული დერეფნების ბლოკადის გამო. მოძმე საქართველომ უკვე მიიღო უკრაინის 25 ათასზე მეტი მოქალაქე, რომელთა საბაზისო საჭიროებები დაკმაყოფილებულია ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი მოქალაქეების დიდი რაოდენობის მიერ. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე, ქართველმა ექიმებმა, მთავრობისგან რაიმე ინსტრუქციების ლოდინის გარეშე, დაიწყეს უკრაინელებისთვის სამედიცინო დახმარებისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფა, როგორც აქ თბილისში, საქართველოში, ასევე კიევში. უკრაინის ძირითადი პარტნიორი აშშ უპრეცედენტო დახმარებას გვაძლევს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ ჰუმანიტარულ სფეროშიც. დღეს ჩვენ დავიწყეთ პროგრამა უკრაინელი ლტოლვილებისთვის სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად სამედიცინო მომსახურების ფართო არჩევანით თბილისის ამერიკულ ჰოსპიტალში. ამას ჩვენ გადავყავართ თანამშრომლობის ფუნდამენტურად ახალ დონეზე, რაც, ფაქტობრივად, არის სამმხრივი თანამშრომლობა აშშ-ს, საქართველოსა და უკრაინას შორის. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ თბილისის ამერიკული ჰოსპიტლისთვის განვითარების საფინანსო კორპორაციის მიერ გამოყოფილი მიზნობრივი დახმარება ომის შედეგად დაჭრილი და დაშავებული უკრაინელების სამედიცინო დახმარებასა და რეაბილიტაციას უზრუნველყოფს. ჩვენ ღრმად მადლობლები ვართ ჩვენი პარტნიორების უკრაინის მნიშვნელოვანი და სისტემატური მხარდაჭერისთვის ამ ყველაზე რთულ პერიოდში“, – განაცხადა კასიანოვმა.