ჩვენ ვზრდით უკრაინის კანდიდატურის მხარდამჭერთა რიცხვს და რწმენას, რომ პარასკევს ევროსაბჭოს გადაწყვეტილება დადებითი იქნება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთმა ომისთვის ზეწოლის მუდმივი ზრდა უნდა იგრძნოს.
„დღეს იყო უკიდურესად აქტიური საგარეო პოლიტიკური აქტივობის დღე – თითქმის სატელეფონო საუბრების მარათონი.
ჩვენ ვზრდით უკრაინის კანდიდატურის მხარდამჭერთა რიცხვს და რწმენას, რომ პარასკევს ევროსაბჭოს გადაწყვეტილება დადებითი იქნება.
ყველა მოლაპარაკების დროს მე ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რომ ევროკავშირის სანქციების მეშვიდე პაკეტი საჭიროა რაც შეიძლება მალე. რუსეთმა ომისთვის ზეწოლის მუდმივი ზრდა უნდა იგრძნოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.