ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი პარტნიორებს აფრთხილებს, რომ რუსეთთან რაიმე სახის დათმობებს შეიძლება კატასტროფა მოჰყვეს.
„პრემიერ მინისტრი შეშფოთებულია, რომ ეს შეიძლება არ იყოს ყველასთვის ყურადღების ცენტრში … ზოგიერთი გლობალური პრობლემის გამო, რომელთა წინაშეც ვდგავართ“, – განაცხადა ბრიტანეთის მთავრობის სპიკერმა.
მისივე თქმით, როგორც ქვეყნის პრემიერი აღნიშნავს, „არავის უნდა მივცეთ საშუალება დაიჯეროს, რომ პუტინთან დათმობაზე წასვლა კატასტროფის გარდა სხვა რამეს გამოიწვევს“.
ამასთან, ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ეს „შეიძლება აღიქმებოდეს როგორც ჯილდო გაუმართლებელი აგრესიისთვის“ და „წაახალისებს არა მხოლოდ რუსეთს, არამედ მის მოკავშირეებსაც“.