მტერმა ლუგანსკის ოლქში პოდლესნოესა და მირნაია დოლინას დასახლებები დაიპყრო, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ოკუპანტები აგრძელებენ შეტევას სევერსკის მიმართულებით. ამასთან, მტერი აგრძელებს სასაზღვრო ტერიტორიების დანაღმვას, ჩერნიგოვის ოლქის დასახლებების ნაღმტყორცნებითა და არტილერიით დაბომბვას.
„ამავდროულად, სლავიანსკის მიმართულებით, მტერი ადრე დაკავებული პოზიციების შენარჩუნებასა და თავდაცვაზეა ორიენტირებული. ასევე, მტერს ნაწილობრივი წარმატება აქვს სოფელ გორსკოეს მიდამოში.
დაზუსტებულია, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა ვისოკოეს მიმართულებით თავდასხმა წარმატებით მოიგერიეს“, – აღნიშნულია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.