სამტრედიის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაოების ყოველდღიური მონიტორინგის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ვაჟა სტურუასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, დაბა კულაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

ასფალტ-ბეტონის გზა დაიგო მეგობრობის ქუჩის მე-8 ჩიხში, პარალელურად გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს მეგობრობის ქუჩის მე-9 ჩიხში.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს. „ლატექსტი“ ასრულებს.

ადგილობრივი მცხოვრების ჯუმბერ კაკაურიძეს განცხადებით აღნიშნულ ლოკაციებზე კაპიტალური გზა ბოლო ორმოცი წელია არ ყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები