24 ივნისს პარლამენტთან მორიგი აქცია გაიმართება
24 ივნისს საქართველოს პარლამენტთან მორიგი აქცია გაიმართება.
აქცია „შინ ევროპისკენ“ ორგანიზატორებმა დღევანდელ აქციაზე მანიფესტი წაიკითხეს და ახალი სახალხო მოძრაობის შექმნა დააანონსეს.
„2022 წლის 24 ივნისს ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გვამცნობს და ჩვენ ისევ აქ შევიკრიბებით.
ეს შეხვედრა იქნება არა მხოლოდ იმისთვის, რომ ევროპული მმართველობისკენ მივმართოთ ჩვენი სიყვარული, არამედ უწინარეს იმისთვის, რომ ოლიგარქიული მმართველობისკენ მივმართოთ ჩვენი რისხვა! ამიტომ 24 ივნისს თქვენ წინაშე წარდგება ახალი მოძრაობა, რომლის სათავეშიც იდგება ხალხი“, – აღნიშნულია მანიფესტში, რომელიც პარლამენტთან აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა წაიკითხა.