შოთა დიღმელაშვილმა აქციაზე კონსტიტუციის ის მუხლი მოიშველია, რომელიც ირაკლი კობახიძემ დაწერა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოიკოტი გამოუცხადა
სირცხვილიას აქტივისტმა, შოთა დიღმელაშვილმა აქციაზე საზოგადოებას მიმართა და განაცხადა, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი ამბობს, რომ ხელისუფლება ვალდებულია, უზრუნველყოს ევო-ატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოება.
ირაკლი კობახიძის ინიციატივით „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი 2017 წელს დაუჭირა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი ბოიკოტი გამოუცხადა.
„საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ უზრუნველყოს საქართველოს დაახლოება ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებთან“, – განაცხადა დიღმელაშვილმა.