შარლ მიშელი: ახლა დროა გავაცნობიეროთ, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია

ახლა დროა ვაღიაროთ, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.

შარლ მიშელი ევროკავშირის ქვეყნებს უკრაინისა და მოლდოვისთვის წევრობის კანდიდატის სტატუსი მინიჭებისკენ მოუწოდებს.

„ახლა დროა გავაცნობიეროთ, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.

გიწვევთ უკრაინასა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის.

პარალელურად, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის ძლიერ მხარდაჭერას ჰუმანიტარული, სამხედრო, ეკონომიკური და ფინანსური კუთხით“, – წერს შარლ მიშელი Twitter-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები