ე.წ ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე სასამართლო მსჯელობა განახლდება

  დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდება დღეს მსჯელობა ე.წ ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე. დაცვის მხარის განცხადებით, საქალაქო სასამართლოში დღეს ის მოწმეები დაიკითხებიან, რომლებიც პროკურატურის მიერ განხორციელებულ ზეწოლას დაადასტურებენ. თავის მხრივ, ბრალდების მხარე დაადასტურებს, რომ აღნიშნული მოწმეების სანდოობა დაბალია.
“ბრალდების მხარის ათეულობით მოწმემ დაადასტურა, რომ ბაჩანა ახალაია პირადად ძალადობდა პატიმრებზე. ამ ფონზე დაცვის მხარის მოწმეები, რომლებიც თავად არიან წამების ფაქტზე ნასამართლევები, რა თქმა უნდა, მათი ჩვენებების სანდოობა ძალიან დაბალია. ამ ყველაფერს საბოლოოდ სასამართლო შეაფასებს“, – განაცხადა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები