სანზონაში, ერთ-ერთ ბინაში გახრწნილი ხორცის აღმოჩენის საქმეზე გამოძიება დაიწყო

სანზონაში, ერთ-ერთ ბინაში გახრწნილი ხორცი აღმოაჩინეს. როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლი დალუქულია, გახრწნილი ხორცი კი ექსპერტიზაზეა გადატანილი. ადგილობრივებმა სამართალდამცველები მას შემდეგ გამოიძახეს, რაც მეზობლები ბინიდან უსიამოვნო სუნმა შეაწუხა.

არსებული ინფორმაციითვე, ბინის მეპატრონე 40 წლამდე ასაკის ექიმი-თერაპევტია, რომელმაც გამომძიებლებს თავდაპირველად კარი არ გაუღო და ბინაში შესვლა ძალისმიერი მეთოდით მოუწიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები