ანდრეი კასიანოვი: ყველას მადლობას ვუხდით იმ მზრუნველობისთვის, რომელსაც უკრაინელი ლტოლვილების მიმართ იჩენთ – საქართველო მათთვის მეორე სახლია

საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი ანდრეი კასიანოვი თბილისში, ლტოლვილთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გამართულ სოლიდარობის ღონისძიებას დაესწრო.

კასიანოვმა უკრაინელი ლტოლვილების მიმართ გამოჩენილი მზრუნველობისთვის, მადლიერება გამოხატა.

„ჩვენი ქვეყანა ამ დღეს რუსული აგრესიის პირისპირ ხვდება. საუბედუროდ, ძალიან ბევრი ლტოლვილი გვყავს. ეს ხდება 21-ე საუკუნეში. მოხარულები ვართ და ყველას მადლობას ვუხდით იმ მზრუნველობისთვის, რომელსაც უკრაინელი ლტოლვილების მიმართ იჩენთ. საქართველო მათთვის მეორე სახლია“, – აღნიშნა კასიანოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები