ჰოლანდიის პრემიერი: ომი უკრაინაში ჩვენი ომია, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ შედეგებისთვის
ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ უკრაინის ომი, მათი ომია, ამიტომ ჰოლანდიელები მზად უნდა იყვნენ, იგრძნონ შედეგები. ამის შესახებ “ევროპული სიმართლე” De Telegraaf-ზე დაყრდნობით წერს.
კითხვაზე საპასუხოდ, ხომ არ ჩაითრევენ ჰოლანდიას ომში „რაც სულაც არ არის ჩვენი“. რუტემ განაცხადა: ”მოდით შევთანხმდეთ, ეს ომი ჩვენია”.
„ჩვენ ოფიციალურად არ ვიბრძვით რუსეთთან. მაგრამ სინამდვილეში ესეც ჩვენი ომია. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, ეს მართლაც მნიშვნელოვანია. რაც არ უნდა ყოფილიყო, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ისინი ამ გამარჯვებას მივაახლოვოთ“, – განაცხადა ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა.
მან დასძინა, რომ უკრაინას ყველანაირად ეხმარება – ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერიდან, მძიმე იარაღის ჩათვლით, მაგრამ ნატოს პირდაპირი ინტერვენცია არის „წითელი ხაზი“.
„ჩვენ ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ეს ჩვენი ომია. თუ ის არასწორად წარიმართება და დავუშვებთ უკრაინის ოკუპაციას, რა მოხდება? სინამდვილეში, ეს არის უშუალო საფრთხე ჩვენი უსაფრთხოებისთვის”, – ხაზგასმით აღნიშნა რუტემ.