ბათუმში გველის ავტომობილიდან გამოყვანას რამდენიმე საათი ცდილობდნენ

ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე ქვეწარმავლის ავტომობილიდან გამოყვანას სპეციალური სამსახურები რამდენიმე საათიის განმავლობაში ცდილობდნენ.
როგორც აჭარის ტელევიზიის გადაცემა „დრო“-ს გადამღებმა ჯგუფმა გაარკვია, რეგიონში არ არსებობს ქვეწარმავლების საწინააღმდეგო სამსახური, რომელიც მსგავს პრობლემებს მოაგვარებს.
სადეზინფექციო სამსახურის თანამშრომლებმა მწერების პრეპარატის ძლიერი ჭავლით გველის ავტომობილიდან გამოყვანა ორ საათში მოახერხეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები