გაფართოებულ საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის განცხადებით, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების სურვილით გამოხატავენ ნდობას ამ კავშირის მიმართ, რომ წევრობა ყველაზე სანდო ინსტრუმენტია ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობისა და აყვავებისთვის, ახლა დროა ევროპამ დაამტკიცოს რომ სამივე ქვეყნის მოლოდინი რეალურია.
„ამ დაძაბულ პერიოდში სამმა ჩვენმა პარტნიორმა ქვეყანამ ნათელი გზავნილი გამოგვიგზავნეს ჩვენ და მსოფლიოს. უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს სურვილი აქვთ, გაწევრიანდნენ ევროკავშირში. მათ ნათლად, ხმამაღლა გამოხატეს მათი საკუთარი სურვილი, რომელიც გახლავთ, რომ ისინი ევროკავშირში წევრობას თვლიან ყველაზე მნიშვნელოვნად, ყველაზე სანდო ინსტრუმენტად საკუთარი მშვიდობისთვის, სტაბილურობისა და აყვავებისთვის ხანგრძლივი თვალსაზრისით. ახლა ევროპამ უნდა ანახოს, რომ ეს არის რეალობა.
ნათელია, რომ ახალ გეოპოლიტიკურ კონტექსტში ევროპა ასევე აფასებს საკუთარ ერთიანობასა და გაფართოების პოლიტიკას. ჩვენ სერიოზულად მივუდექით ამ განცხადებებს, მაგრამ არა ჩვეულებრივი მანერით. ჩვენ ძალიან დაძაბულად ვიმუშავეთ და ყველაფერი გავაკეთეთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გვეპასუხა საბჭოსთვის. ეს არის პირველი ნაბიჯი, როდესაც კომისია ამზადებს თავის აზრს აპლიკანტ ქვეყანაზე. ჩვენ ძალიან ღრმა შეფასება ჩავატარეთ. ვიყენებდით ისეთივე მეთოდოლოგიას, როგორც წინა შემთხვევებში. ჩვენ ვეყრდნობით კრიტერიუმს, რომლებიც საკმაოდ კარგად არის ჩამოყალიბებული.
ჩემი ამოცანა იქნება, აგიხსნათ კონსტრუქცია, რომელიც წარმოვსახეთ – ევროპული პერსპექტივა, კანდიდატის სტატუსი და პირობები. პირობები, რომ მოპოვებული იქნას კანდიდატის სტატუსი. მოლდოვისთვის საჭიროა საჯარო ადმინისტრაციის რეფორმის წარმოება და დასრულება. სჭირდება საჯარო ფინანსური მენენჯმენტის სისტემა და საჯარო რეფორმების სისტემის გაძლიერება. ასევე, მოლდოვამ უნდა უზრუნველყოს სასამართლო რეფორმები. ეს არის დამოუკიდებლობა, კეთისლინდისიერება, ანგარიშვალდებულება სასამართლო სისტემისა და ეფექტური დემოკრატიული ზედამხედველობა. ასევე დანიშვნები უნდა მოხდეს სასამართლოს იუსტიციის უზენაეს საბჭოში.
მეორე მიმართულება იქნება კორუფციასთან ბრძოლა, გვჭირდება პროაქტიული გამოძიებები. შემდეგი არის ორგანიზებული დანაშაულები, სადაც საჭიროა მზარდი თანამშრომლობა ჩვენთან, ევროკავშირთან, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ მოხდეს აქტივების ამოღება. განსაკუთრებით საბანკო თაღლითობის შემთხვევაში. ჩვენ გვჭირდება ფინანსური სპეციალური ჯგუფის მიერ მიღებული შედეგები. ასევე სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, ადამიანების უფლებების დაცვა, განსაკუთრებით, როდესაც საკითხი ეხება მოწყვლად ჯგუფებს, ბრძოლას, ქალთა ძალადობის წინააღმდეგ.
საქართველოსთვის ჩვენ ასევე გავაკეთეთ პრიორიტეტების ჩამონათვალი, რომლის საფუძველზეც ჩვენ კანდიდატის სტატუსის შეთავაზების ნაბიჯი შეგვიძლია, გადავდგათ. დემოკრატიის თვალსაზრისით გვინდა, დავინახოთ პოლიტიკური პოლარიზაციის დასასრული, რომელიც ახასიათებს ქვეყანას. გვჭირდება ყველა პოლიტიკური პარტიის თანამშრომლობა ქვეყანაში. იმ შეთანხმების რეალიზაცია, რომელიც მიღწეულ იქმნა ევროკავშირის ფასილიტაციით. ეს ეხება ასევე სასამრთლო რეფორმას, რადგან შეთანხმებაში შესული იყო საკითხი. ასევე პროგრესი გვინდა დავინახოთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, სადაც ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა იქნება უზრუნველყოფილი. მეოთხე, უნდა გაძლიერდეს ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. გვჭირდება ღრმა გამოძიებები. ფუნდამენტური, ძირითადი უფლებების თვალსაზრისით უნდა იყოს გარანტირებული თავისუფლება, პლურალისტური, პროფესიული და თავისუფალი მასმედიის გარემო საქართველოში. ეს არის დღე, როდესაც შეთავაზებას ვაკეთებთ და იმედი მაქვს, ჩვენს შეთავაზებას სრულიად დააკმაყოფილებს ევროპული საბჭო“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.