მაია ნიკოლეიშვილი: მომწამვლელი აირებია ჩვეულებრივი წიწაკის სპრეიც და „ჩერიომუხაც“, მათ აქვთ თავისი სიმპტომები, მიზანი კი არის ის, რომ გარკვეული დროით მოხდეს ადამიანების დეზორიენტაცია

მათ შფოთვები ექნებათ [ოპოზიციის მხარდამჭერებს]. მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა არის უმძიმესი, ისინი სექტანტურ აზროვნებაში არიან შესული. მათი მდგომარეობა მართლა მძიმეა, – ამის შესახებ ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა „სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან“ სტუმრობისას განაცხადა.

ნიკოლეიშვილის თქმით, მომწამვლელი აირების დანიშნულება, რომელთა შორისაცაა „წიწაკის სპრეიც“ გამოიყენება სწორედ იმ დანიშნულებით, რომ შეტევაზე გადმოსული ადამიანი, ბრბო, დაშალოს, რათა გარკვეული დროით მოხდეს მათი დეზორიენტაცია.

„მომწამვლელი აირებია ჩვეულებრივი წიწაკის სპრეიც, „ჩერიომუხაც“, მათ აქვთ თავისი სიმპტომები, იმიტომაც გამოიყენება რომ ადამიანი რომელიც მოდის შეტევაზე ან ბრბო რომელიც მოდის, ეს არის
ციხის ბუნტების, ვთქვათ, სამხედრო ნაწილებში ბუნტის და აი ამის დასაშლელად, რომ ის ადამიანები რამდენიღაც, რაღაც დროით გამოიყვანონ ამ აქტივობიდან. მისი მიზანიც ეს არის, ამიტომ გამოიყენება. მათ ყველას უწერია გარკვეული დრო და გარკვეული დროის შემდეგ, მოხდეს მათი დეზორიენტაცია, მხედველობა ამისთვის გამოიყენება და ეს ხალხი ამბობს, რატომ მოხდა ესეო იმიტომ მოხდა, რომ ზუსტად მათ დასაშლელად არის ეს მოწოდებული და ეს სწორია, ასეც უნდა იყოს, როდესაც უკვე უმართავი არის მართლა, ახლა სროლას სხვა არავინ დაუწყებს, არც დახოცვას და თან ცნობილია, რომ რაღაცა დროის შემდეგ ეს სიმპტომები გაივლის, არსებობს ინდივიდუალური თავისებურებები, შეიძლება ზოგთან მეტი, უფრო მეტი [ეფექტი] ჰქონდეს ან ზოგთან მანძილი იყოს დარღვეული, ოღონდ ბრბოსთან ურთიერთობის დროს ამ მანძილს სანტიმეტრებით არავინ არ გაზომავს“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული მოვლენიდან გასულია ერთი წელი, ერთი წელი კი ის დროა, რომელიც აჩვენებს, რომ მომიტინგეთა ჯანმრთელობას საფრთხე არ მისდგომია.

„დამერწმუნეთ, არც არის ვალდებული ეს მანძილი გაზომოს და მანძილი დაირღვაო. არ არის მომერიდე, რომ ხედავ რომ მე მიჭირავს სპრეი მომერიდე, ხომ არ მოგეპარე, შენ ხომ მოდიხარ, შენ ხომ იცი, რომ ამ აქციას აწყობ, მაშინ შენ დაიცავი, ეს მე კი არ უნდა დავიცვა, შენ უნდა დაიცვა და უკაცრავად ახლა 30 სმ აქ იყო და ვთქვათ, 70 იყო ამას არავინ არ გაზომავს და ახლა ჩვენ ვხედავთ საერთაშორისო პრაქტიკას. ეს ამიტომაც კეთდება ზოგს კი შეიძლება გაურთულდეს, ეს არის სუფთა ინდივიდუალური მგრძნობელობის საკითხი. მაგრამ ამას არ ითვალისწინებს ეს პროცენტულად ითვლება. ნებისმიერი პრეპარატი რაღაცა პროცენტით შეიძლება იყოს სასიკვდილოც კი, ანუ საერთო ჯამში ეს მათ გავლილი აქვთ გამოცდა და სიცოცხლისთვის უსაფრთხოა. ის რომ სიცოცხლისთვის უსაფრთხო იქნა გამოყენებული მე ვარაუდებში არ მივდივარ, ნახეთ ჩვენს საუბარში, მე კატეგორიულად ვცდილობ რისი მტკიცებაც შეიძლება მხოლოდ იმაზე ვისაუბრო, გავიდა ერთი წელი, ერთი წელი არის ის დრო, რომელიც გვაჩვენებს, რომ ადამიანების ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე არ მისდგომია“, – განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები