ზელენსკი: კანდიდატის სტატუსი რუსეთზე გამარჯვებასთან დაგვაახლოებს
ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს, ქვეყანას ომში გამარჯვებასთან დააახლოებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.
“მივესალმები ევროკომისიის დადებით დასკვნას კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ეს არის ევროკავშირის წევრობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი, რომელიც აუცილებლად დააახლოებს ჩვენს გამარჯვებას. მადლობა პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს და ევროკომისიის თითოეულ წევრს ამ ისტორიული გადაწყვეტილებისთვის. იმედი გვაქვს, რომ მომავალ კვირას ევროკავშირის სამიტზე გადაწყვეტილების დამტკიცება მოხდება”, – დაწერა ზელენსკიმ.