“უკრაინა რუსეთის მოქალაქეებს 1-ლი ივლისიდან სავიზო რეჟიმს უწესებს” – ზელენსკი
უკრაინა 1-ლი ივლისიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აწესებს.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ქვეყნის მინისტრთა კაბინეტი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
პრეზიდენტის თქმით, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის პირობებში, მან შესთავაზა მინისტრთა კაბინეტს, გადახედოს უკრაინაში რუსეთის მოქალაქეების შესვლის რეჟიმს.