გიორგი ხელაშვილი ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებ მასწავლებლებს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა შეხვედრა გამართა ეთნიკური უმცირესობებით, კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებ მასწავლებლებთან.

პარლამენტის ინფორმაციით, გიორგი ხელაშვილი პედაგოგებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით მიმდინარე პროცესზე და არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა.

„ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, საქართველო ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე იმყოფება და აღსანიშნავია, რომ მასწავლებლებს ამ საკითხების მიმართ დიდი ინტერესი აქვთ. ისინი კარგად საუბრობენ ქართულ ენაზე, მოტივირებულები არიან და ჩანს, რომ შეუძლიათ, ეს საკითხები თავიანთ მოსწავლეებს კარგად გადასცენ. აუცილებელია, მსგავსი შეხვედრები არა მხოლოდ თბილისსა და პარლამენტში, არამედ რეგიონებშიც გაიმართოს. ეს კამპანია ორგანიზებულია ნატო-ს და ევროკავშირის ცენტრის მიერ თუმცა, უმჯობესი იქნება, თუ უფრო ფართო და გაშლილი იქნება როგორც პარლამენტის, ასევე, სამინისტროების მონაწილეობა”, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები