მაისში ტურიზმიდან შემოსავლები 95.6%-ით აღდგა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2022 წლის მაისის თვის შემოსავლების სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. მაისში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 258,581,861 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 95.6% აღდგენაა.

2021 წლის მაისის თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 184,781,782 (+250.4%) აშშ დოლარით. იანვარი-მაისის თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 840,879,162 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 75.3% აღდგენაა.
2021 წლის იანვრი-მაისის თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები 663,668,204 (+374.5%) აშშ დოლარით გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები