ირაკლი ბათიაშვილი – მაკრონის განცხადებაზე: ეს ყველაფერი არის შედეგი იმ დიდი ერთობლივი „სამუშაოსი“, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობამ“ გასწია

ეს ყველაფერი არის შედეგი იმ დიდი ერთობლივი „სამუშაოსი“, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობამ“ გასწია, – ამის შესახებ პროფესორმა და ფილოსოფოსმა ირაკლი ბათიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ გამოცემა Politiko-სთან გაკეთებულ განცხადებას.

მისი თქმით, მაკრონმა კარგად იცის, რომ მისი განცხადება თითიდან გამოწოვილი მიზეზია, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით უარი უთხრან.

„ემანუელ მაკრონმაც ძალიან კარგად იცის, რომ ის, რაც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით განაცხადა, თითიდან გამოწოვილი მიზეზია, რომ რაღაც მოიფიქრონ – რატომ არა საქართველო. ეს ყველაფერი არის შედეგი იმ დიდი ერთობლივი „სამუშაოსი“, რომელიც გარკვეულმა გარეშე ძალებმა, და რა თქმა უნდა, ადგილობრივმა, რასაც ჰქვია „ნაციონალურ მოძრაობა“ პირდაპირ გასწიეს, რომ ეს ყველაფერი ჩაშლილიყო და მძიმე დარტყმა მიეღო ჩვენს ქვეყანას – ეს ფაქტია. მთელი ეს კამპანია აწარმოეს მიზანმიმართულად, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. ეს მაკრონის სურვილი კი არ არის, მაკრონმა ეს გააჟღერა, მას დახვდა ფაქტი, შედეგი ამ „მუშაობის“, – განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროკავშირს არ შეუძლია მოლდოვა და უკრაინა ერთმანეთისგან გამიჯნოს. რაც შეეხება საქართველოს, აღნიშნული ქვეყანა მოლაპარაკებების მაგიდაზეა, თუმცა საქართველო „გეოპოლიტიკურად განსხვავებულ ადგილზეა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები