ელისო ბოლქვაძე ჟენევაში ევროპული სამაუწყებლო კავშირის წარმომადგენლებს შეხვდა
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, შვეიცარიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ჟენევაში ევროპული სამაუწყებლო კავშირის (EBU) წევრ ქვეყნებთან ურთიერთობებისა და კომუნიკაციების დირექტორს, ვანესა ო’კონორს და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობების ხელმძღვანელს, რადკა ბეჩევას შეხვდა. კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა იმ პროექტების მნიშვნელობაზე, რომელიც ქართული კულტურის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა თანამშრომლობის ახალი მიმართულებები განსაზღვრეს.
„შეხვედრაზე ორგანიზაციასა და საქართველოს შორის არსებულ თანამშრომლობაზე ვიმსჯელეთ და ქართული კულტურის, კერძოდ, კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის თვალსაზრისით, EBU-ს ფარგლებში არსებულ ინსტრუმენტებზე ვისაუბრეთ“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.