გიორგი ვოლსკი – ევროპარლამენტარებს: როდის იყო საქართველო ევროსტანდარტებთან ახლოს როდესაც, სერგო თეთრაძეს წამებით ამოხადეს სული, თუ ახლა?
„სტრასბურგის სასამართლომ ნაცმოძრაობის მმართველობის პერიოდში ჩადენილი ასამდე უმძიმესი დარღვევის შემთხვევა დაადასტურა. მინდა მივმართო შეკითხვით, მაშ როდის იყო საქართველო ევროსტანდარტებთან ახლოს როდესაც, მაგალითად, სერგო თეთრაძეს წამებით ამოხადეს სული, თუ ახლა?“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ვოლსკი აღნიშნავს, 2004-2012 წლებთან შედარებით, შემდგომ შვიდ წელიწადში საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოში 7 ჯერ ნაკლები საჩივარია შესული.
„გადავხედოთ ზოგიერთ მონაცემს, რომელთა მიღმა არაერთი ადამიანისა და ოჯახის განსაცდელი, დანგრეული ცხოვრება, მორალური თუ ფსიქოლოგიური ზიანი აისახება: სტრასბურგის სასამართლომ „ნაცმოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ჩადენილი ასამდე უმძიმესი დარღვევის შემთხვევა დაადასტურა, მათ შორის 10 სიცოცხლის უფლების დარღვევას, ხოლო 30 წამების ფაქტს ეხება. რასაკვირველია დაზარალებულთა უმრავლესობამ საერთაშორისო სასამართლოს არ ან ვერ მიმართა. ზოგიერთ ევროპარლამენტარს მინდა მივმართო შეკითხვით, მაშ როდის იყო საქართველო ევროსტანდარტებთან ახლოს როდესაც, მაგალითად, სერგო თეთრაძეს წამებით ამოხადეს სული, თუ ახლა? ისე, ცნობისათვის 2004-2012 წლებთან შედარებით, შემდგომ შვიდ წელიწადში საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოში 7 ჯერ ნაკლები საჩივარია შესული“, – წერს გიორგი ვოლსკი.