„მე არ დავდივარ პოლიტიკურ შეხვედრებზე“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 20 ივნისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტი არ დადის ისეთი ტიპის შეხვედრებზე, სადაც პოლიტიკური მოწოდებები კეთდება.
„სადაც არის პოლიტიკური მოწოდებები და ორგანიზაციები, პრეზიდენტი ვერ წავა ერთზე, ან მეორეზე და მესამეზე. ჩემთვის ორგანიზება არ ნიშნავს მიკროავტობუსებით ადამიანების ჩამოყვანას, აქტივისტების თავმოყრას და ა.შ. ეს არის გამოხატვა თავისუფალი ერის თავისუფალი ხედვის. ეს უნდა ვისწავლოთ. ნელ-ნელა ვისწავლით, ამაში დარწმუნებული ვარ და ძალიან მნიშვნელოვანია, არავინ ამას ხელი არ შეუშალოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით, 20 ივნისს, 20:00 საათზე, თბილისში მარში „შინ ევროპისკენ!“ არის დაგეგმილი.