სალომე ზურაბიშვილი: დღეს ვარ ერთი რიგითი მოქალაქე, რომელსაც გული შესტკივა ქვეყანაზე და სჯერა, რომ მას ევროპის გარდა სხვა მომავალი არ აქვს

ჩვენ აქ ვართ მოსული მოუმზადებლად, არაორგანიზებულად. ეს იყო ჩემი მიზანი და ჩემი არჩევანი, რომ აქ არ ყოფილიყო ის, რასაც მიჩვეული ხართ, ანუ რაღაცა პარტიული შეხვედრები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპის მოედანზე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სჯერა, რომ საქართველოს ევროპული მომავლის გარდა, სხვა მომავალი არ აქვს.

„ჩვენ აქ ვართ მოსული მოუმზადებლად, არაორგანიზებულად. ეს იყო ჩემი მიზანი და ჩემი არჩევანი, რომ აქ არ ყოფილიყო ის, რასაც მიჩვეული ხართ, ანუ რაღაცა პარტიული შეხვედრები. აქ მოქალაქეები არიან ვისაც სურვილი ჰქონდა, რომ დღეს გამოხატოს, რომ ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ბედი, საქართველოს პერსპექტივა, ერთადერთი არის ევროპაში. ამისი ჩვენება გვინდოდა ჩვენ ევროპელებისთვის. სამწუხაროდ, ახლა დიდად ვერ ვაჩვენებთ, რომ ჩვენ ევროპელები ვართ და ევროპისკენ მივდივართ. ეს არეულობა აქციაზე ცოტა არ იყოს უხერხულიცაა. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა არის მოსული თავისუფლად, არავის აქვს სხვაზე მეტი უფლება. სხვათაშორის, აქ თქვენთვის შეიძლება მნიშვნელოვანიც იყოს, რომ ჩვეულებრივ რიგით მოქალაქეებს ჰკითხოთ, რატომ არიან მოსულები, რომ ეს არის მათი გამოხატულება და არა ჩემი.

მე ვარ ერთი რიგითი მოქალაქე, მე აქ არ ვარ პრეზიდენტი. ძალიან ხშირად, ხან ერთ მხარეს, ხან მეორე მხარეს ავიწყდება, რომ პრეზიდენტი ვარ ან არ უნდა აღიაროს, რომ პრეზიდენტი ვარ. დღეს მე აქ არ ვარ პრეზიდენტი, მე ვარ ერთი მოქალაქე, რომელსაც გული შესტკივა ამ ქვეყანაზე და რომელსაც სჯერა, სწამს, რომ ამ ქვეყანას სხვა მომავალი არ აქვს. მე სანამ შევძლებ, სადაც ვარ იმ ადგილიდან, შემდგომ სხვა ადგილიდანაც თუ საჭირო გახდა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს პერსპექტივა განხორციელდეს. არაფერს ველოდებოდი ამ აქციისგან, ვთქვი გარკვევით, ეს არ არის შეკრება პოლიტიკური პარტიებისთვის, ეს არის თავისუფალი ადამიანების შეკრება, იმისთვის, რომ ჩვენ ვთქვათ როგორი მომავალი გვინდა ჩვენი შვილებისთვის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები