ჯუანშერ ბურჭულაძე: კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობა გვექნება NATO-სთან – ყველა იაზრებს, რომ საქართველო არის რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი

კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობა გვექნება NATO-სთან, გავაკეთებთ განახლებებს ინფორმაციის, ჩვენი სადაზვერვო სამსახურები მჭიდროდ თანამშრომლობენ ჩვენს პარტნიორებთან და ყველა იაზრებს, რომ საქართველო არის რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

„გავმართეთ ორმხრივი შეხვედრები, პარტნიორებმა ჩვენ აღგვითქვეს სრული მხარდაჭერა. არ არის რომელიმე კომპონენტი, რომელშიც საქართველო არ იმსახურებს ცივილურ სამყაროში ინტეგრაციას. არამარტო ჩვენ, ყველა პარტნიორი სახელმწიფო, მინისტერიალის ფარგლებში აღნიშნავს, რომ საქართველოს სჭირდება მეტი მხარდაჭერა, მეტი დახმარება და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.

დავგეგმეთ ის, რომ კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობა გვექნება NATO-სთან, გავაკეთებთ განახლებებს ინფორმაციის, ჩვენი სადაზვერვო სამსახურები მჭიდროდ თანამშრომლობენ ჩვენს პარტნიორებთან და ყველა იაზრებს, რომ საქართველო არის რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი. ზოგადად, სულისკვეთება მოგეხსენებათ რაც არის, ე.წ რამშტაინის ფორმატის. განვიხილეთ ის, თუ რა დახმარება იქნა უკვე აღმოჩენილი პარტნიორების მიერ უკრაინისთვის, ის, თუ რა მზაობა არსებობს უკრაინისთვის მხარდაჭერის. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სამხედრო შეიარაღებით, სამწუხაროდ, ვერ ვეხმარებით უკრაინელებს, მაინც ვიყავით მოწვეული ამ ფორმატში და ეს კიდევ ერთი ხაზგასმაა, რომ საქართველო არის განუყოფელი ნაწილი ცივილური სამყაროსი“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები