დავით სერგეენკო – არახამიაზე: არ შეიძლება ბრალდებების ხელაღებით ფანტვა, ან უნდა წარმოადგინოს არგუმენტი ან უკან უნდა წაიღოს თავისი სიტყვები

ნამეტანი მოსდის არახამიას, არ შეიძლება ბრალდებების ხელაღებით ფანტვა, ან უნდა წარმოადგინოს არგუმენტი ან უკან უნდა წაიღოს თავისი სიტყვები, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი თქმით, დავით არახამიას განცხადებები უკვე საზღვრებს სცილდება.

„იმის გათვალისწინებითაც კი, რომ ომში მყოფი ქვეყნის ხელისუფლებასა და ზოგადად მის მოქალაქეებს არ უნდა ჩაეძიო ნათქვამში, დავით არახამიას განცხადებები უკვე ნამეტანია. ნამეტანი მოსდის ამ ადამიანს, არ შეიძლება ბრალდებების ხელაღებით ფანტვა, ან უნდა წარმოადგინოს არგუმენტი ან უკან უნდა წაიღოს თავისი სიტყვები, უკვე საზღვრებს სცილდება ნამდვილად“, – აღნიშნა სერგეენკომ.

ცნობისთვის, დავით არახამიამ განაცხადა, რომ რუსული კომპანიები ქართულ სუბიექტებს იყენებენ სანქციების ასარიდებლად და ის ვაშინგტონს ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები