დრაგი ირპინში: უკრაინა აღდგენისთვის დახმარებას მიიღებს
იტალიის პრემიერმინისტრმა, მარიო დრაგიმ ირპინის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის მიერ განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის დახმარებას მიიღებს.
ამის შესახებ Ansa წერს.
“ეს ნგრევის, მაგრამ ამავე დროს იმედის ადგილია. ბევრი რამ, რაც აქ მითხრეს, ეხებოდა მომავალს და რეკონსტრუქციას. ომმა გააერთიანა ხალხი, და ახლა მათ შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც ომამდე შეუძლებელი იყო”, – თქვა დრაგიმ.
კითხვაზე, საჭირო იქნება თუ არა “მარშალის გეგმა”, დრაგმა თქვა: „ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ“.
“რუსებმა აქ სახლები და საბავშვო ბაღები გაანადგურეს. ყველაფერი აღდგება. უკვე დაწყებულია. ისინი უკვე შეფასების ძალიან მოწინავე ეტაპზე იმყოფებიან”, – აღნიშნა მან.