შოლცი ირპინში: რუსეთი განადგურებას მიზნად ისახავს
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ირპინის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებები განადგურებისკენ არის მიმართული.
ამის შესახებ Bild წერს.
“ეს ბევრს ამბობს რუსეთის აგრესიულ ომზე, რომელიც, უბრალოდ, განადგურებას ისახავს მიზნად. გადაწყვეტილებების მიღებისას, ეს ყველას უნდა გვახსოვდეს. საშინელია, თუ რა ნგრევას იწვევს ეს ომი. და კიდევ უფრო უარესია, როდესაც ხედავ, რამდენად უაზროა ეს ძალადობა”, – დასძინა კანცლერმა.