იოჰანისი ირპინში: რუსმა დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ
რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა ირპინის მონახულებისას რუსი სამხედრო დამნაშავეების საერთაშორისო პასუხისგებაში მიცემისკენ ისაუბრა.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
“სიტყვები არ მყოფნის იმ წარმოუდგენელი ადამიანური ტრაგედიისა და საშინელი ნგრევის აღსაწერად, რაც დღეს ირპინში ვნახეთ. მოვუწოდებ, ყველა რუსი დამნაშავე საერთაშორისო სისხლის სამართლის მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს, რასაც რუმინეთი სრულად უჭერს მხარს“, – დაწერა პოლიტიკოსმა.