“რამშტაინის” შეხვედრას რომელზეც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევა განიხილება, საქართველოც შეუერთდა

საქართველო, მოლდოვა და ეკვადორი “რამშტაინის” ფორმატში გენერალური შტაბების უფროსებისა და თავდაცვის მინისტრების შეხვედრას შეურთდნენ, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას ეძღვნება.

ამის შესახებ ბრიუსელში აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

მისი თქმით, “რუსეთის შეჭრიდან დღემდე, მსოფლიოში 45-ზე მეტმა მოკავშირემ და პარტნიორმა უკრაინას სამხედრო დახმარება გაუწია. ეს ასახავს გლობალურ აღშფოთებას რუსული არაპროვოცირებული აგრესიის გამო და გლობალურ გადაწყვეტილებას, იყოს დაცული წესებზე დაფუძნებული წესრიგი”.

„დღეს მაქვს პატივი, ვუმასპინძლო თავდაცვის მინისტრებსა და გენერალური შტაბების უფროსებს 45-ზე მეტი ქვეყნიდან, ასევე,ცნატო-სა და ევროკავშირის წარმომადგენლებს. გარდა ამისა, მოხარული ვარ, მივესალმო ეკვადორს, საქართველოს და მოლდოვას, რომლებიც შეუერთდნენ საკონტაქტო ჯგუფის დღევანდელ შეხვედრას”, – თქვა ოსტინმა.

მისი თქმით, სამი კვირის წინ გამართულ ვირტუალურ შეხვედრაზე მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული.

„მოკავშირეებმა უკრაინის სანაპირო ზონის თავდაცვის გასაძლიერებლად კიევს Harpoon-ის რაკეტები გადასცეს, ბრიტანეთი უზრუნველყოფს M270 MLRS-ის მიწოდებას და წვრთნას. ზოგიერთი მოკავშირე და პარტნიორი აწვდის ჰაუბიცებს და საარტილერიო საბრძოლო მასალას – უკრაინული სამხედროები უკვე იყენებენ მათ დონბასის დასაცავად. ჩვენ უკვე ბევრი რამ გავაკეთეთ, მაგრამ არ ვაპირებთ დროის უშედეგოდ დაკარგვას. ვაპირებთ, გავაღრმაოთ უკრაინელი სამხედროების მხარდაჭერას დღევანდელ ბრძოლაში და გავზარდოთ მათი ძალა ხვალინდელი საფრთხის წინაშე”, – თქვა ოსტინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები