„გოდერძი ჯოლოხავას ჩვენება არ შეუცვლია“

  თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ერთ-ერთი საქმის მთავარი მოწმე გოდერძი ჯოლოხავა ზეწოლაში, ბაჩო ახალაიასთან ერთად, დეპუტატ დავით საყვარელიძესა და გლდანის №8 დაწესებულების ყოფილ თანამშრომელს ოლეგ ფაცაციას ადანაშაულებს – ამის შესახებ “კვირას“ გოდერძი ჯოლოხავას ადვოკატმა ჯუმბერ მილორავამ განუცხადა. ადვოკატის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ჯოლოხავამ ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა, სიმართლეს არ არის.
მილორავას განმატებით, გოდერძი ჯოლოხავამ ქალაქ თბილისის პროკურატურაში ის გაიმეორა, რაც მთავარი პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში განაცხადა. “გოდერძი ჯოლოხავამ ჩვენება მისცა ქალაქ თბილისის პროკურატურაში. მან დაასახელა ის პირები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებდნენ მასზე ზეწოლას. ესენი არიან: ოლეგ ფაცაცია,საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი დავით საყვარელიძე, ბაჩო ახალაია და სხვა პირები. თბილისის პროკურატურაში მას განმეორებით იმიტომ მოუწია ჩვენების მიცემა, რომ მასზე მთელი ამ ხნის მანძილზე ზეწოლა ხორციელდებოდა “, – განაცხადა ადვოკატმა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გოდერძი ჯოლოხავას საქმეზე გამოძიება დაიწყო.

 მარიამ ზედგინიძე 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები