მიხეილ დაუშვილი: არცერთ აქციაში მონაწილეობას არ ვიღებთ
მოქალაქეების უფლებაა, თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ და ეს დასაფასებელიც არის და მისასალმებელიც, რომელ აქციაზეც უნდათ და რომელ თარიღშიც უნდათ, იმ თარიღში დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია ევროინტეგრაციაზე და ეს მისასალმებელია, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, “საქართველოსთვის” არცერთ აქციაში არ მიიღებს მონაწილეობას.
“რაც შეეხება, ჩვენ რომელ თარიღში დავაფიქსირებთ – არცერთში. მარტივი მიზეზის გამო, ჩვენთვის ნომერი პირველი ამოცანაა ჩვენს პარტნიორებთან მუშაობა, რასაც ვაკეთებთ ყოველდღიურ რეჟიმში, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ არცერთ აქციაში მონაწილეობას არ ვიღებთ”, – განაცხადა დაუშვილმა.