„მზად ვარ“ – ზელენსკი პუტინთან შესაძლო მოლაპარაკებებზე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა.

სახელმწიფოს მეთაურის პრესსამსახურის ცნობით, ამის შესახებ მან დანიაში მედიის წარმომადგენლებთან ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკის თქმით, დღეს მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტი წყვეტს, გაჩერდება თუ არა რუსული ჯარი.

„თუ რუსეთს ომის დასრულება სურს – იმიტომ რომ ასე ამბობენ მედიაში – უნდა დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. უკრაინის გარეშე მოლაპარაკების მაგიდა შეუძლებელია. ამიტომ ეს მოლაპარაკებები პირდაპირი უნდა იყოს. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ შუამავლებთან. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ შუამავლების გარეშე. თუ რუსეთი მზად არის ომის დასასრულებლად, რაც ნიშნავს ჩვენი ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანას, მე პირადად მზად ვარ ნებისმიერ მომენტში მსგავს ფორმატში მოლაპარაკებისთვის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ მიუხედავად სირთულისა, ომის დასასრულებლად ყველა შესაძლებლობა უნდა იქნეს გამოყენებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები