გურამ მაჭარაშვილი: საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირებას იწონებს აბსოლუტური უმრავლესობა, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა

“დღევანდელი მოცემულობა ისეთია, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირებას იწონებს აბსოლუტური უმრავლესობა, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა GORBI-ის კვლევებზე საუბრისას განაცხადა.

„საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს იმას, რომ საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ არ გატარდეს რამე პროცესები საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. ეს არის ყველაზე მთავარი. ამ კვლევებმა, რა თქმა უნდა, ყველა ეს საკითხი დაადასტურა. დღევანდელი მოცემულობა ისეთია, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირებას იწონებს აბსოლუტური უმრავლესობა, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, GORBI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა 77,6% ეთანხმება „ქართული ოცნების“ პოლიტიკას, არ ჩაერთოს საქართველო რუსეთ-უკრაინის ომში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები