ვახტანგ ჭარაია: ბორჯომი უნდა გადარჩეს, ამისათვის ყველამ – კომპანიამ და თანამშრომლებმა – შემხვედრი ნაბიჯი უნდა გადადგას

დღეს ბორჯომი უნდა გადარჩეს და გააგრძელოს განვითარება. ამისათვის ყველამ – კომპანიამ და თანამშრომლებმა – შემხვედრი ნაბიჯი უნდა გადადგას და ამ პროცესში  საკუთარი პოზიტიური წვლილი შეიტანოს, – ამის შესახებ ეკონომისტი ვახტანგ ჭარაია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პროტესტის მონაწილეები, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და რეალურ კომპრომისზე იფიქრონ.

„ნამდვილად კარგი სიახლეა, რომ სახელმწიფო ბორჯომის კომპანიის აქციონერი გახდა. მნიშვნელოვანი და მისასალმებელი ნაბიჯია პრემიერის გადაწყვეტილება, რომელიც სახელმწიფო იდენტობის მატარებელი კომპანიის გადარჩენას ისახავს მიზნად, მიუხედავად შეტევებისა, რომ ამას შეიძლება ნეგატიური რეპუტაციული შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა.

იმედია, ანგარიშებიდან მალე მოიხსნება ყადაღა და თანამშრომლების სახელფასო დავალიანების გასტუმრებაც ეტაპობრივად განხორციელდება.

ფაქტია, რომ ბორჯომის კრიზისის დარეგულირების შანსი გაჩნდა, ამასთან ისიც საგულისხმოა, რომ ომით გამოწვეული უდიდესი პრობლემები, მათ შორის საექსპორტო ბაზრის 80%-ზე წვდომა და მასთან დაკავშირებული რიგი საკითხები კვლავაც გაურკვეველია.

მნიშვნელოვანია, რომ პროტესტის მონაწილეები, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და რეალურ კომპრომისზე იფიქრონ.

შეთანხმებას კი დღეს ნამდვილად არ აქვს ალტერნატივა. დღეს ბორჯომი უნდა გადარჩეს და გააგრძელოს განვითარება. ამისათვის ყველამ – კომპანიამ და თანამშრომლებმა – შემხვედრი ნაბიჯი უნდა გადადგას და ამ პროცესში  საკუთარი პოზიტიური წვლილი შეიტანოს.

წარმატებები ბორჯომს და წარმატებები საქართველოს“, – წერს ვახტანგ ჭარაია Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები