პრემიერის შეფასებით, მედიის თავისუფლების გაზრდის კუთხითაც შეუდარებელი პროგრესია

   მედიის თავისუფლების ინდექსით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ღარიბაშვილის შეფასებით, მედიის თავისუფლების გაზრდის კუთხითაც შეუდარებელი პროგრესია.
“2014 წელს მედია თავისუფლების ინდექსით საქართველო მსოფლიო რეიტინგში 84-ე ადგილზეა, რითაც წინა წლის შედეგი 16 ადგილით გაუმჯობესდა და რეგიონში პირველ ადგილზე ვართ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენი ხელისუფლებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლება, ვინაიდან სწორედ თავისუფალი მედია არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველი”, – განმარტა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები