გურამ მაჭარაშვილი: საქართველოს ნამდვილად შეაქვს წვლილი ევროკავშირში და მომავალშიც შეიტანს, თუკი ევროკავშირი გადაწყვეტს, რომ საქართველო ევროპის ღირსეული წევრი გახდეს

საქართველოს ნამდვილად შეაქვს წვლილი ევროკავშირში და მომავალშიც შეიტანს, თუკი ევროკავშირი გადაწყვეტს, რომ საქართველო ევროპის ღირსეული წევრი გახდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსს იმსახურებს.

“მაქვს მოლოდინი, რომ, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება, რადგან ამ ქვეყანამ, თავისი შრომისა და სისხლის ფასად, ეს ნამდვილად დაიმსახურა. რაც ყველაზე მთავარია, არა მხოლოდ სარგებლის მიღების მიზნით, არამედ იმის გამო, რომ საქართველოს ნამდვილად შეაქვს წვლილი ევროკავშირში და მომავალშიც შეიტანს, თუკი ევროკავშირი გადაწყვეტს, რომ საქართველო ევროპის ღირსეული წევრი გახდეს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები