ბულგარეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ავტობუსები ერთმანეთს დაეჯახა

ბულგარეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, რომელიც თბილისში ერთა ლიგის მატჩისთვის ჩამოვიდა, ავარიაში მოყვა.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა გუნდი ავტობუსით აეროპორტიდან სასტუმროში მიემგზავრებოდა. ნაკრების მოთამაშე ტოდორ ნედელევი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებს თბილისში სერიოზული ავტოსაგზაო ინციდენტი შეემთხვა. აეროპორტიდან სასტუმროსკენ მიმავალი გუნდის ორი ავტობუსი ერთმანეთს დაეჯახა. პირველი ავტობუსის მძღოლმა მართვაზე კონტროლი დაკარგა და მას მეორე ავტობუსი უკნიდან დაეჯახა. შეჯახების შედეგად ტოდორ ნედელევი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას დეტალური გამოკვლევა უტარდება. გუნდის ყველა სხვა წევრი და პერსონალი კარგადაა“, – აღნიშნულია ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის განცხადებაში.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში კი აცხადებენ, რომ საქართველოსა და ბულგარეთის შეხვედრა არ გადაიდება და გეგმის მიხედვით, 12 ივნისს, “დინამო არენაზე” გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები