თბილისში, ერთ-ერთ ქუჩას გია ყანჩელის სახელი მიენიჭა

თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, კონსტიტუციის ქუჩას კომპოზიტორისა და საზოგადო მოღვაწის, გია ყანჩელის სახელი მიენიჭა.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება დედაქალაქის საკრებულოს წევრებმა წარმომადგენლობითი ორგანოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

მათივე ცნობით, გია ყანჩელი შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები