სამტრედიაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მერმა დაათვალიერა

სამტრედიაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, ზურაბ გოგიასთან ერთად, გამსახურდიას ქუჩაზე არსებული სპორტული მინი მოედნის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, პარალელურად მიმდინარეობს ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე საკალათბურთო სტადიონის
და თავისუფლების ქუჩაზე მინი ფეხბურთის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის და რეგიონებში განსახორციელებელი ფონდების თანადაფინანსებით ხორციელდება და გეგმა-გრაფიკის დაცვით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები