მცხეთაში საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდა
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ინიციატივით, ა(ა)იპ „ინვესტიციებისა და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების“ ორგანიზებითა და „ავერსის საქველმოქმედო ფონდის“ მხარდაჭერით, მცხეთაში საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ადგილზე იმყოფებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები: გიორგი კვახაძე და გიორგი ჯიქია, მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლები.
აქციის მიზანს წარმოადგენს „მცხეთის უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის“ ბენეფიციარებისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის სამედიცინო – პროფილაქტიკური გასინჯვების ორგანიზება და უფასოდ მედიკამენტების განაწილება.