10 ივნისი მერაბ ბერძენიშვილის დაბადების დღეა
10 ივნისი მერაბ ბერძენიშვილის დაბადების დღეა (1929-2016).
1929 წლის 10 ივნისს თბილისში დაიბადა გამოჩენილი ქართველი მოქანდაკე, მხატვარი, საქართველოს კულტურის ფონდის პრეზიდენტი – მერაბ ბერძენიშვილი.
მერაბ ბერძენიშვილმა 1956 წელს დაამთავრა სამხატვრო აკადემია. ძირითადად მუშაობდა მონუმენტური ქანდაკების დარგში. მის ნამუშევრებს ახასიათებს ფორმების დინამიზმი, გამომსახველი პლასტიკურობა, შინაგანი დრამატიზმი.

ძირითადი ნამუშევრებია: „რუსთაველი“ (თაბაშირი, 1956, სადიპლომო ნაშრომი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა), „რუსთაველი“ (ბრინჯაო, 1966, მოსკოვი), ვახტანგ გორგასლის ძეგლის პროექტი (1958). მონუმენტები: „დავით გურამიშვილი“ (თუჯი, 1965, თბილისი), „გიორგი სააკაძე“ (ბრინჯაო, 1971, კასპი), „მედეა“ (ბრინჯაო, 1968, ბიჭვინთის საკურორტო კომპლექსი), „მუზა“ (ბრინჯაო, 1971, თბილისი), „კიდევაც დაიზრდებიან“… (ბრინჯაო, 1975, მარნეული), ლაოსის მეფის მონუმენტი (ბრინჯაო, 1975, ვიენტიანი, ლუანგ-პრაბანგი) და სხვა.
მერაბ ბერძენიშვილი იყო: საქართველოს და სსრკ მეცნიერებათა აკადემიების წევრ-კორესპონდენტ; საქართველოს სახალხო მხატვარი;. თბილისის საპატიო მოქალაქე. სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მონუმენტისთვის – „კიდევაც დაიზრდებიან“…
საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი დიდგორის სკულპტურულ-არქიტექტურული მემორიალის შექმნისთვის (არქიტექტორ თამაზ გაბუნიასთან ერთად).
მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალის დიპლომანტი.
მერაბ ბერძენიშვილი დაჯილდოებული იყო საერთაშორისო ბიოგრაფიული ცენტრის მედლით – „XX საუკუნის მიღწევებისათვის“, ილიას მედლით – „მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა“, წმინდა გიორგის ოქროს ორდენით (საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო). 2001 წელს მიენიჭა ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატის ფრიტიოფ ნანსენის სამახსოვრო მედალი. 2014 წელს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდო – „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცა;
2015 წელს ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრს სურათების გალერეას მერაბ ბერძენიშვილის სახელი მიენიჭა.

მერაბ ბერძენიშვილი 2016 წლის 17 სექტემბერს გარდაიცვალა. დაკრძალულია ვაკეში, საკუთარი სახლის ეზოში.