„დემოკრატიული მოძრაობა“ ჩინეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

  პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ ჩინეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. პარტია ჩინელ ხალხს, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს და იმედოვნებს, რომ გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვი აღარ გაიზრდება.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთით იუნანის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 360 ადამიანზე მეტი გარდაიცვალა და 1 800-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები