ლუგანსკის ოლქში უკრაინელმა სამხედროებმა “ვაგნერელების” ბაზა გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ ლუგანსკის რეგიონში „ვაგნერელების“ ბაზა გაანადგურეს.

ამის შესახებ ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, სერგეი გაიდაიმ დაწერა.

“ამჯერად, “ვაგნერის” ბაზა აალდა. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მას ზუსტი წერტილოვანი დარტყმა მიაყენეს. მხოლოდ ერთი “რაშისტი” გადარჩა”, – დაწერა მან.

გაიდაის თქმით, მტრის ბაზა კადიევკას ადგილობრივ სტადიონზეა განთავსებული, რომლის ოკუპაცია რუსებმა ჯერ კიდევ 2014 წელს მოახდინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები