მაკრონი მზად არის, უკრაინას მეტი მძიმე შეიარაღება მიაწოდოს
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში თქვა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, უკრაინას უფრო მეტ მძიმე იარაღს მიაწვდის.
ამის შესახებ ელისეის სასახლის შეტყობინებაშია ნათქვამი.
მაკრონმა ზელენსკის კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ საფრანგეთი უკრაინის მხარეს არის.
საფრანგეთის პრეზიდენტი დაინტერესდა სამხედრო აღჭურვილობის, პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერისა და ჰუმანიტარული დახმარების საჭიროების შესახებ.
“მან პრეზიდენტ ზელენსკის უთხრა, რომ საფრანგეთი დარჩება მობილიზებული უკრაინის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, მათ შორის, მძიმე იარაღით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.