ირაკლი ჩიქოვანი: ადამიანები, რომლებიც არიან „იმედის“ დარბევის შემოქმედნი – ნიკა გვარამია და პრეზიდენტი სააკაშვილი, დღეს წარმოჩენილები არიან, როგორც დემოკრატიის მთავარ დამცველებად და თავისუფალი მედიის გულშემატკივრებად

ადამიანები, რომლებიც არიან „იმედის“ დარბევის შემოქმედნი, ერთის მხრივ თავის დროზე ნიკა გვარამია და ასევე პრეზიდენტი სააკაშვილი, დღეს წარმოჩენილები არიან, როგორც დემოკრატიის მთავარ დამცველებად და თავისუფალი მედიის გულშემატკივრებად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი საკითხი არასწორი და აბსოლუტურად უსაფუძვლოა.

„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ საქართველოს პროგრესზე მედია თავისუფლების თვალსაზრისით, ძალიან ბევრი საუბრობს და ბევრს უსაუბრია. რა თქმა უნდა, არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი მოგვარებულია და ევროპული სტანდარტის, მაგრამ ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია მედია თავისუფლების თვალსაზრისით, ბევრისთვის სამაგალითოა. თუმცა ამავდროულად ვსაუბრობთ იმაზე, რომ როგორც პოლიტიკურ სპექტრში, ისე მედიაში მაღალი პოლარიზაციაა“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევების შესახებ ევროპარლამენტის ხუთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ ინიცირებული ერთობლივი რეზოლუცია მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები