ლაგოდეხის ახალგაზრდულმა თეატრალურმა სახელოსნომ „თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების მეორე საერთაშორისო ფესტივალში“ მიიღო მონაწილეობა
ლაგოდეხის ახალგაზრდულმა თეატრალურმა ხელოვნების სახელოსნო „ჰერეთმა“, მონაწილეობა მიიღო გოგი თოდაძის სახელობის „თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების მეორე საერთაშორისო ფესტივალში“.
ამის შესახებ ინფორმაციას ლაგოდეხის ა(ა)ი.პ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფესტივალის ფარგლებში, 2 ივნისს, თბილისში, საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სცენაზე, ლაგოდეხელი ახალგაზრდების მონაწილეობით ნაჩვენები იქნა სპექტაკლი „იდილია“, რომლის რეჟისორი რაჟდენ კერვალიშვილი იყო.
გარდა წარმოდგენებისა, ფესტივალის პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის მოეწყო სახელოვნებო წიგნის ბაზრობა, გამოფენები, პრეზენტაციები, ვორქშოფები და მასტერკლასები.